Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიომსოფლიო უკეაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა

მსოფლიო უკეაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა

„ იცით, რომ ჩვენ თქვენთან ვართ. სამყარო ერთიანია უკრაინის გარშემო, რა თქმა უნდა, უფრო მეტს იმსახურებთ“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღდგომის მისალოცი ვიდეო უკრაინულ ენაზე ჩაწერა, ხოლო ცნობილმა გაზეთმა The Times-მა თავის ინსტაგრამზე უკრაინული დროშის ფერევში გამოაქვეყნა ილუსტაცია სააღდგომო სიმბოლიკით და ჩაძირული “მოსკოვით”.ამგვარად გამოხატეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინას.

მაშველები შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან ჩავიდნენ უკრაინაში, რათა დაეხმარონ უკრაინელ კოლეგებს ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში ომის შედეგების. მათ მუშაობა უკვე დაიწყეს კიევის რაიონის სოფელ ბოროდიანკაში.

სამხრეთ კორეაში უკრაინის სოლიდარობისთვის ჩვენება გაიმართა. თვითმფრინავების დახმარებით მათ დახატეს უკრაინის დროშა და მშვიდობის გზავნილი.

ვილნიუსი გაიფიცა, რათა გაეპროტესტებინა რუსი ჯარისკაცების დანაშაულები – ქალების გაუპატიურება და ბავშვების შეურაცხყოფა უკრაინაში.

თეთრი სახლის სუვენირების მაღაზიამ ვლადიმერ ზელენსკის სამახსოვრო მონეტა მიუძღვნა, გლობალური ისტორიული მომენტების კოლექციაში. მონეტა პატივისცემის ნიშანია უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ქვეყანა არ დატოვა ფართომასშტაბიანი ომის პირობებში, მაგრამ ღირსეულად უპასუხა მტერს. მონეტის ფასი 100 დოლარია, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი Invictus Games-ის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. სპორტულ ღონისძიებას, რომელსაც შშმ ყოფილი სამხედროები ესწრებოდნენ. წელს უკრაინის ნაკრებმა კანადაში გამართულ შეჯიბრებაზე მისვლა შეძლო. მეგან მარკლი უკრაინის გუნდს სიტყვებით “დიდება უკრაინას” მიესალმა, რასაც პრინცი ჰარი დაეთანხმა. მისი თქმით, უკრაინის წარმომადგენლები Invictus Games-ში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი ძალა, არამედ მსოფლიოს უთხრან სიმართლე: „ იცით, რომ ჩვენ თქვენთან ვართ. სამყარო ერთიანია თქვენ გარშემო, რა თქმა უნდა, უფრო მეტს იმსახურებთ“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები