Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკამშენებლობის ღირებულება 8%-ით გაიზარდა - სექტორში ხელფასები 19%-ით

მშენებლობის ღირებულება 8%-ით გაიზარდა – სექტორში ხელფასები 19%-ით

2023 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა.

აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა, რამაც -0.11 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, სამშენებლო მასალების ფასები 0.5 %-ით გაიზარდა, რამაც 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა თვის ინდექსზე.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.0 %-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.6 %-იანი ზრდით, რამაც 4.41 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2023 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები