Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარისამართალიმშობლების მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულს აღიარებს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულს აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ ის დანაშაულს სრულად აღიარებს. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვის, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, საპასუხოდ განაცხადა.ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ის დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა.

“სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას”, – განაცხადა ბეროზაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმება.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა.

შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები