Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებანანა ჯანელიძე კინოაკადემიის გადაწყვეტილებას ემიჯნება

ნანა ჯანელიძე კინოაკადემიის გადაწყვეტილებას ემიჯნება

ეროვნული კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე ემიჯნება კინოაკადემიის გადაწყვეტილებას, რომელმაც სალომე ჯაშის ფილმ “მოთვინიერების” ჩვენებები გააუქმა. 

ჯანელიძე, რომელიც კინოაკადემიის წევრია, ამბობს, რომ თუ ჩვენების გაუქმება კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, მის წევრობაზე უარს იტყვის.

“ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მითუმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ – ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკედემიის წევრობაზე”, – წერს სოციალურ ქსელში.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კინოაკადემიამ ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებები გააუქმა. 

დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” ასახავს საქართველოს სანაპირო ზოლიდან მასიური და უძველესი ხეების მდიდარი და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, კერძო ბაღში გადატანის პროცესს.

ჯაში აცხადებს, რომ კინოაკადემიამ 28 აპრილის ჩვენების გარდა ყველა სეანსი გააუქმა, რის მიზეზადაც კინოაკადემიის დირექტორმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი ნაწარმოების ჩვენება, “რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები