ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება, ნატო-ს უბიძგებს იმ ქვეყანას დაუჭიროს მხარი რომელიც არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, ასეთია მოლდოვაც და საქართველოც.
მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია.
„უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა ევროპაში, რომლებიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ არიან, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.