„იყო გარკვეული იმედი, რომ რუსებმა მარიუპოლიდან შესაძლოა დაუშვან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის უსაფრთხო გამოყვანა. ამაში ნატოს მოკავშირეები ჩაერთვებიან, თუ ეს მოხდება“ , – ამის შესახებ ამერიკულ ტელეარხ CNN-ს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განუცხადა.
ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმება არაერთხელ ჩაშლილა და აღნიშნა, რომ რუსეთის გადასაწყვეტია დაუშვებს თუ არა მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების ტერიტორიიდან მშვიდობიან გაყვანას.