Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკანატო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენება

ნატო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო თავისი გეოპოლიტიკის ჩარჩოებიდან გამოდის, ცდილობს გავლენა საერთაშორისო პროცესებზე სხვა რეგიონებში იქონიოს, რაც რუსეთისგან საყურადღებოა. ამის შესახებ მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე ისაუბრა.

„ამ დაუსრულებელი გაფართოების პოლიტიკის პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოდის თავისი გეოგრაფიული დანიშნულების ჩარჩოებიდან, ევროატლანტიკის ჩარჩოებიდან, ცდილობს სულ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და საერთაშორისო ვითარებაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით კონტროლი დაამყაროს. ცდილობს მსოფლიოს სხვა რეგიონებზე გავლენა არც თუ ისე საუკეთესო ფორმით იქონიოს. ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან“.- განაცხადა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, ნატო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენება და ეს ძალიან აგრესიული ფორმით ხდება.

„რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, დიახ, ეს პრობლემაა, რომელიც ჩემი შეხედულებითძალიან ხელოვნურად იქმნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. საერთოდ, ნატო როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი ერთ ქვეყნის მიერ საკმაოდ დაჟინებით, ოსტატურად და ძალიან აგრესიულად გამოიყენება“.- განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, უსაფრთხოების მიმართულებით ისედაც რთულ საერთაშორისო ვითარებას.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები