Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციები იწყება

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციები იწყება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციებს იწყებენ. როგორც მან აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ოკუპირებულია, რადგან ხელისუფლებაში რუსული მთავრობაა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აღიქვამს, რა რეალობის წინაშე ვართ. მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ რუსული ოკუპაციის ქვეშ. ანტისაოკუპაციო აქციებს ვიწყებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირში არ დავაბრუნოთ. ამ ქვეყანაში ე.წ ბორინკას მმართველობა უნდა დასრულდეს და ამ ყველაფრისთვის ქუჩა არის საჭირო, ხმის ამოღება და გარეთ გამოსვლა“, – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები