Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკანედ პრაისმა საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორებად მოიხსენია

ნედ პრაისმა საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორებად მოიხსენია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლმა, ნედ პრაისმა 4 მაისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. განიხილავს თუ არა აშშ მოლდოვისა და საქართველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს და ხედავს თუ არა ვაშინგტონი ამ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია, ამ ვალდებულების დემონსტრირებას სხვადასხვა გზით ახდენს და მხარდაჭერას გააგრძელებს.

ნედ პრაისის თქმით, აშშ-ს რეგიონში მათ შორის თბილისში, პარტნიორებთან მუდმივი კავშირი აქვს საელჩოების და დეპარტამენტის მეშვეობით. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს შესაძლოა რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც აგრესიის განზრახვა ჰქონდეს, მაგრამ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება აჩვენებს ვაშინგტონის პასუხს, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მსგავს ქმედებას არ მოითმენენ.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისა და კიდევ 15 ქვეყნისთვის გამოყოფილი 713 მილიონი დოლარიდან საქართველო 35 მილიონს მიიღებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები