Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიონენსი პელოსი-ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე

ნენსი პელოსი-ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე

კონგრესი ამაყად დგას საქართველოს ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი „ტვიტერზე“ წერს, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ეხმიანება.

„მქონდა პრივილეგია, აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი,“ – წერს ნენსი პელოსი.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებასაც ეხმიანება.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებით, წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგია.

ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, დაწესდეს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თანამონაწილეები არიან“, – აცხადებს ნენსი პელოსი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები