Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიონენსი პელოსი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავიდა

ნენსი პელოსი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად, კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაცია დასავლურმა მედიამ გაავრცელა.

„გეწვიეთ რათა მადლობა გადაგიხადოთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლისთვის. თქვენი ბრძოლა არის ბრძოლა ყველასთვის. ასე რომ, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ აქ თქვენთან სანამ ბრძოლა არ დასრულდება”, – განუცხადა პელოსიმ ზელენსკის.

უკრაინის პრეზიდენტმა პელოსი და ამერიკის დელეგაცია პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და აშშ-ს მადლობა გადაუხადა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებისთვის და ქვეყნის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„შეერთებული შტატები უკრაინის ძლიერ მხარდაჭერაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერია. გმადლობთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის!“,- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები