ნიგერიაში არჩევნები, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი უნდა აერჩია, 2023 წლის 25 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა საყოველთაო შეფერხებებისა და საარჩევნო უბნებზე თავდასხმების გამო, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მიცემა 26 თებერვლამდე გადაიდო.
მედიის ცნობით, არჩევნებზე აქტივობა მაღალია, განსაკუთრებით ქვეყნის ახალგაზრდებში, რომლებიც 87 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს წარმოადგენენ.
არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო ყუთების წართმევისა და შეიარაღებული თავდასხმების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მსგავს დარღვევებს ადგილი ჰქონდა სამხრეთ რაიონებში, სადაც ერთ-ერთ საარჩევნო ობიექტს თავისი მხარდაჭერის ბაზა აქვს.
ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ BBC-ის ესაუბრა. მისი თქმით, ის ხმის მიცემას აპირებდა მაშინ, როდესაც ნიღბიანი პირები საარჩევნო უბანს დაესხნენ თავს.
“ქაოსი იყო. ყველგან ბოთლები დაფრინავდა, გატეხეს [საარჩევნო ყუთი]. ოფიციალურ პირებს ტელეფონები მოპარეს. ახლა ხმას ვერ ვაძლევთ.” – უთხრა მან BBC-ს.
შეფერხებების გამო, ბევრ რაიონში ხმის მიცემა 26 თებერვლამდე გადაიწია.
ამასთან, ზოგიერთ უბანში საარჩევნო უბნების გახსნის პრობლემაც იყო. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა BBC-ს უთხრა, რომ ხმის მიცემას ხუთი საათი ელოდა, მაგრამ საარჩენო უბანი არ გახსნილა.
“მოტივირებული ვარ, რადგან მსურს უკეთესი ნიგერია. მინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს კარგი ყველასთვის, მათ შორის ჩემი ბავშვისთვის.” – უთხრა მან BBC-ს.
ამასთან, Twitter-ზე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იყენებს ამომრჩეველი მანქანის ფარებს ღამით ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესის გასანათებლად.
Volunteered my car as one of those to supply light for the counting and collating.
I don’t have $120k to buy new passport, this is the only country I have.
Till the very end we dey here. #NigeriaDecides2023 pic.twitter.com/frNnHYAxw3— Susan (@FlyGirl_Sue) February 25, 2023
პირველადი შედეგების გამოცხადება 26 ან 27 თებერვალსაა მოსალოდნელი.