ერევანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს,საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამე ქუჩაში გაათენეს.ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ სანამ მიზანს არ მიაღწევენ – პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომას.
დღევანდელი აქცია ოპოზიციის გუშინ გამართულ აქციაზე დაანონსდა.