Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკანონა მამულაშვილი - "რევოლციების ეპოქა დასრულდა. ბრძოლის მეთოდი დასავლეთთან მუშაობაა"

ნონა მამულაშვილი – “რევოლციების ეპოქა დასრულდა. ბრძოლის მეთოდი დასავლეთთან მუშაობაა”

„რევოლუციების ეპოქა დასრულდა – ბრძოლის ერთ- ერთი მეთოდი იქნება მუშაობა დასავლეთთან, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასანქცირდეს“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად რევოლუციის გარდა სხვა გზებიც არსებობს.

„რევოლუციების ეპოქა დასრულდა, მაგრამ რევოლუციების გარდა არსებობს ბევრი სხვა მეთოდი, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ გამოიგონა, რომელიც კონსტიტუციას არ არღვევს და აძლევს საქართველოს მოქალაქეებს იმის საშუალებას, რომ ხელისუფლება, რომელიც აღარ ასრულებს მის დავალებას, გადაირჩიოს. ეს არის ქუჩის აქციები, რომელსაც ვერ დავარქმევ რევოლუციას, ეს არის დასავლეთთან თანამშრომლობა და აქცენტირება იმაზე, რომ ოლიგარქმა ჩაიგდო სახელმწიფო ხელში, რომელსაც ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურაზე გადაჰყავს და ბელარუსის მსგავსი რეჟიმი გარდაუვალი იქნება, თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, ამიტომ ერთ-ერთი ბრძოლის მეთოდი იქნება მუშაობა დასავლეთთან, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასანქცირდეს,”- განაცხადა მამულაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები