ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა.
„განხორციელებული ცვლილებით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. ამ ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას ნოტარიუსები მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.