Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების  უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი, ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, ვლადიმერ კანიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 9 დეკემბერს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მას ბრალად ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კანიაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ერგნეთში უკვე გადმოიყვანეს, სადაც მას სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე დახვდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები