Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკზე თავდასხმა განახორციელეს

ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკზე თავდასხმა განახორციელეს

დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმას სერიოზული ნგრევა მოჰყვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სერიოზული ნგრევა გვაქვს. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადამიანებს ეძებენ”, – აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.

დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი ლუკაშუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დნეპროს რაიონი დაბომბეს.

რეზნიჩენკოს განცხადებით, მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები