ე.წ. სამხრეთ ოსეთში დეფექტი პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი მონაწილეობენ. ყველა ე.წ. საარჩევნო უბანს სამართალდამცავები იცავენ. ე.წ. შსს-ს თანამშრომლები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. ოკუპირებულ რეგიონში სულ 76 ე.წ. საარჩევნო უბანია. ორი უბანია გახსნილი ჩრდილოეთ ოსეთში, თითო -თითო მოსკოვსა და სოხუმში. ე.წ. საარჩევნო კომისიამ 40 ათასი ბიულეტენი დაბეჭდა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 32 ათასს შეადგენს. გაიმარჯვებს ის, ვინც ხმათა მეტ რაოდენობას დააგროვებს. იმისთვის, რომ მეორე ტური შედგეს, მასში მონაწილეობა „ამომრჩეველთა“ 30 %-მა უნდა მიღოს. ე.წ. არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა.