Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოომის დაწყების დღიდან რუსულმა მხარემ 23 000 ჯარისკაცი დაკარგა

ომის დაწყების დღიდან რუსულმა მხარემ 23 000 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 23 000-მდე ჯარისკაცია.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 970 ტანკი, 2 389 ჯავშანტექნიკა, 431 საარტილერიო სისტემა, 149 სარაკეტო სისტემა და 72 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 187 თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი, 1 688 საავტომობილო ტექნიკა, 215 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ერთეული გემი/ნავი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები