Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოონდონეზია რუსეთს დიდი ოცეულის სამიტზე იწვევს

ონდონეზია რუსეთს დიდი ოცეულის სამიტზე იწვევს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტზე მოწვევა ინდონეზიის პრეზიდენტისგან მიიღო. სამიტი ნოემბერში, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

“ინდონეზიას დიდი ოცეულის გაერთიანება სურს. არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების ერთადერთი გზაა,” – განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა.

კვირის დასაწყისში, ვიდოდომ ასევე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის გაუგზავნა მოწვევა, რომელმაც თქვა, რომ მადლიერია მოწვევისთვის, მაგრამ არ დაუკონკრეტებია დაესწრება თუ არა სამიტს.

ვიდოდოს პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინს უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ქვეყნის სახელით სურვილი გამოთქვა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ინდონეზიამ წვლილი შეიტანოს. ვიდოდომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს მზადყოფნა გამოთქვა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, მაგრამ არა სამხედრო დახმარებისთვის, რაც მისი თქმით ინდონეზიის კონსტიტუციითა და მისი საგარეო პოლიტიკით აკრძალულია.  

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები