Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმთავარიორი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა...

ორი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა | პროკურატურა

ორი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიუღწეველი ორი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 მარტს დააკავეს.

“პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ჩადენილი ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილი ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ორი დაზარალებულის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბრალდების მხარე განაჩენს, უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს” – წერია განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები