Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოოსტინი: უკრაინას შეუძლია ომის მოგება, თუ სათანადო აღჭურვილობა და მხარდაჭერა ექნება

ოსტინი: უკრაინას შეუძლია ომის მოგება, თუ სათანადო აღჭურვილობა და მხარდაჭერა ექნება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომის მოგება შეუძლია, თუ ექნებათ სათანადო აღჭურვილობა და მხარდაჭერა. 

“გამარჯვებისთვის პირველი ნაბიჯი არის რწმენა, რომ შეგიძლია მოგება. და მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ გამარჯვება. ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეუძლიათ გამარჯვება, თუ ექნებათ სათანადო აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია”. – განაცხადა მან უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, სადაც ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად იმყოფებოდა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს კიევში 24 აპრილს შეხვდნენ. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ეს ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტია უკრაინაში.

აშშ-მ განაცხადა, რომ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თანხის ნაწილი პირდაპირ უკრაინაში წავა, ნაწილს კი NATO-ს წევრი ქვეყნები და სხვა რეგიონული მხარდამჭერები გაინაწილებენ. ამასთან, აშშ უკრაინას $165 მილიონის ტყვია-წამალს მიაწვდის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს “უპრეცედენტო დახმარებისთვის” მადლობა გადაუხადა. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები