Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოპანდემიის პერიოდში მილიარდერთა სიას 573 ადამიანი დაემატა

პანდემიის პერიოდში მილიარდერთა სიას 573 ადამიანი დაემატა

როგორც აღმოჩნდა კორონავირუსის პანდემიამ მდიდარ ადამიანებზე პოზიტიური გავლენა იქონია, რადგან 2020 წლის შემდეგ მილიარდერთა სიას 573 ადამიანი შეემატა, ჯამში კი მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა 2 668-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Oxfam-ის კვლევაშია აღნიშნული.

ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიის დროს ფაქტობრივად, საშუალოდ ყოველ 30 საათში ერთხელ დედამიწას ერთი მილიარდერი ემატებოდა.

ასევე, პანდემიის პერიოდში მილიარდერების ჯამური ქონება $3.8 ტრილიონით გაიზარდა, რაც 42%-იან ზრდას ნიშნავს და $12.7 ტრილიონი შეადგინა. უმეტესწილად მათი ქონების ზრდა საფონდო ბირჟებზე ზრდამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ Oxfam-ის კვლევა Forbes-ის მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც ნათლად ასახავს, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა ბოლო ორ წელიწადში კიდევ უფრო გაღრმავდა. მილიარდერების რაოდენობის მატების პარალელურად, გლობალურად სურსათზე ფასების ზრდის შედეგად, 263 მლნ ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები