Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაპარლამენტის საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე დაინიშნა

პარლამენტის საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე დაინიშნა

პარლამენტმა საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე აირჩია. თოდრაძის კანდიდატურა 80 ხმით (1 – წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

თანხმობის მისაღებად პარლამენტში მთავრობის მიერ ასევე ალექსანდრე არაბულის კანდიდატურა იყო წარდგენილი, რომელსაც მხოლოდ შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით, ჩავარდა.

ალექსანდრე არაბული ამჟამად სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ბიზნესის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო გოგიტა თოდრაძე 2018 წლიდან როგორც საქსტატის საბჭოს წევრის, ასევე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები