Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაპარტია „ლელო“ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

პარტია „ლელო“ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

“ლელოს” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი ინიციატივა გააჟღერეს, რომელიც წმინდა გიორგის ლენტის, ასევე Z- და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას გულისხმობს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას. ასეთი სიმბოლოები, რომელიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს, ეს არის წმინდა გიორგის ლენტი, რომელსაც სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ საჯარო სივრცეში ჩვენს ქვეყანაში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ს და V-ს გამოყენება ასევე ჩვენი აზრით უნდა გახდეს დასჯადი ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

„ქართულმა კანონმდებლობამ თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას და შესაბამისად ასახოს ის, ამიტომ უნდა მოხდეს ამ მოქმედებების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანა, როგორც დასჯადი ქმედების. საქართველოში ვცხოვრობთ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად გვაქვს 2008 წლის ომი, საქართველოს სახელმწიფოს, რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული 200 წლიანი ომი და ამავე დროს, როცა საქართველოში არიან ამ ბარბაროსული აქტების თვითმხილველები, გადამტანები და მსხვერპლები უკრაინის მოქალაქეები, მათ თბილისის ქუჩებში არ უნდა ხვდებოდეთ მათი ცხოვრების და მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული ომის გამამართლებელი სიმბოლოები,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები