სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამსახურის ცნობით პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ ჩაუტარდა. განცხადების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და შესაბამის მკურნალობას მიიღებს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, მაგრამ საქართველოს ფარგლებში. „მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან”, – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის ცნობით სააკაშვილს სამედიცინო კვლევა საქართველოს ფარგლებში ჩაუტარდება
RELATED ARTICLES