Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოპესკოვი: ყირიმის დაბომბვა კონფლიქტს სხვა დონეზე გადაიყვანს

პესკოვი: ყირიმის დაბომბვა კონფლიქტს სხვა დონეზე გადაიყვანს

ტირან პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის არმიის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაბომბვა კონფლიქტს სხვა დონეზე გადაიყვანს, რაც გლობალური და ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით კარგი არ იქნება.

ასევე, პესკოვმა კომენტარი გააკეთა ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის სიტყვებზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებს უპასუხოდ „რუსეთის ტერიტორიაზე“ დარტყმებს, მათ შორის ყირიმზე.

“რა თქმა უნდა, (ანტონოვის პოზიცია) ასახავს (კრემლის აზრს). ეს თავისთავად ასახავს დისკუსიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დასაშვებობის შესახებ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს. თუმცა უკრაინას უკვე აქვს იარაღი, რომლითაც ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, ვგულისხმობ ჩვენს ახალ რეგიონებს. ეს პოტენციურად უკიდურესად სახიფათოა. ეს ნიშნავს კონფლიქტის ახალ დონეზე გადაყვანას, რაც, რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი გლობალური და ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – განაცხადა პესკოვმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები