Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაპირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტში იყო

პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტში იყო

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ბიუჯეტის შესრულების განახლებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის იანვარში-მარტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტში იყო. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ პირველ კვარტალში შეადგინა 566 მლნ ლარი. რაც შეეხება უშუალოდ გეგმის შესრულრბის მაჩვენებლებს, შეგახსენებთ, რომ საოპერაციო სალდო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობას გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ 3 თვეში მთავრობამ შემოსავლების გეგმა 101%-ით შეასრულა და ბიუჯეტში 4 მლრდ ლარს მიაღწია. ხარჯების მიმართულებით კი მთავრობამ გეგმის 94.6% შეასრულა. შეგახსენებთ, რომ პირველ კვარტალში ხარჯვითი ნაწილი 3,632 მლრდ ლარზე იყო დაგეგმილი, ხოლო შესრულების მაჩვენებელმა 3,434 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბიუჯეტის მთლიან სალდოს, მისმა მაჩვენებელმა 55,4 მლნ ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მთლიანი სალდო ბიუჯეტის საოპერაციო ხარჯებს გამოკლებული არაფინანსური აქტივების ცვლილებას (ავეჯი, ტექნიკა ავტომობილი და ა.შ)გულისხმობს. მიმდინარე წლის 3 თვეში არაფინანსური აქტივების კლების მიმართულებით მთავრობამ გეგმა 97.8%-ით შეასრულა, ხოლო არაფინანსური აქტივების კლების მიმართულებით გეგმა მხოლოდ 79.2%-ით შესრულდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტში იყო, კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტმა მაშინ 527 მლნ ლარი შეადგინა. ცხადია, გასულ წელს დეფიციტის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რეგულაციების გარკვეული ნაწილი მაინც არსებობდა, რის გამოც პრიველი კვარტალი ჩვენი ეკონომიკისთვის რთული იყო.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები