Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისამართალიპირს, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცეცხლსასროლი იარაღით მგზავრი დაჭრა ბრალი წარედგინა

პირს, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცეცხლსასროლი იარაღით მგზავრი დაჭრა ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირს რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცეცხლსასროლი იარაღით მგზავრი დაჭრა ბრალი წარუდგინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფ სხვამგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და მე-5 ნაწილის ,, გ” ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელად 7 – დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“. – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები