უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დასავლეთს ტანკების გადაცემისკენ მოუწოდებს.
“ნამდვილი ლიდერობა არ გულისხმობს სხვების მიბაძვას, არამედ – სხვებისთვის მაგალითის მიცემას. არ არსებობს არანაირი ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები ომის დასრულებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. დროა, პუტინის წინაშე კანკალი შეწყვიტოთ და საბოლოო ნაბიჯი გადადგათ,- წერს უკრაინის პოდოლიაკი.