სომხეთის პოლიციამ ერევანში “დაუმორჩილებლობის აქციის“ 125 მონაწილე დააკავა. „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მაშინ დააკავეს, როდესაც სამართალდამცავები გადაკეტილი ქუჩების გახსნას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ,რომ აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომას ითხოვენ. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. მომიტინგეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.