Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოპოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და უმაღლეს რადას დღეს სიტყვით მიმართავს

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და უმაღლეს რადას დღეს სიტყვით მიმართავს

ანჯეი დუდა უკრაინაშია, ის პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ამას გააკეთებს ომის დაწყების შემდეგ. პოლონეთის პრეზიდენტი უმაღლეს რადაში ისაუბრებს.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

„კვირას კიევის უმაღლეს რადაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მესიჯს გამოაქვეყნებს, როგორც ომის დაწყების შემდეგ უცხო სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი“, – ნათქვამია წერილში.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთს უკრაინას კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

“უკრაინა უნდა აღდგეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა უკრაინაში, ხოლო უკრაინაში ომის დანაშაულში პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ „არც ერთი პატიოსანი ლიდერი და არც ერთი პატიოსანი სახელმწიფო არ დაიჯერებს, რომ არაფერი მომხდარა“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები