პოლონეთმა სანქციები დაუწესა რუსულ და ბელარუსულ 35 კომპანიას, ასევე პერსონალურად – რუსეთისა და ბელარუსის 15 მოქალაქეს. სანქციების სია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნდა.
მასში, რუსეთის უმსხვილესის ენერგოკომპანიები „გაზპრომი“ და „ნოვატეკი“მოხვდნენ.
რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეთა შორის არიან, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „ალფა ბანკის“ დამაარსებელი მიხაილ ფრიდმანი, Wildberries-ის დამაარსებელი ტატიანა ბაკალჩუკი, Kaspersky-ის დამაარსებელი ევგენი კასპერსკი და ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა.
ეს სია ევროკავშირის სიის დამატებაა, აღნიშნა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.
„სიაში რუსეთის ორგანიზაციები და ოლიგარქები შევიდნენ, რომელთაც რეალური ინტერესები აქვთ ჩვენს ქვეყანაში,“ აღნიშნა მან.
როგორც კამინსკიმ განმარტა, სანქციების სიაში მოხვედრილ კომპანიებს ფინანსურ და ქონებრივ აქტივებს გაუყინავენ, თავად მათ კი ბიზნესში მონაწილეობიდან ჩამოაშორებენ. ფიზიკურ პირებს, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.