Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოპრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა წარადგინა

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. ბრინკი სხვადასხვა დროს ამერიკის საელჩოში საქართველოსა და უზბეკეთში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა.

პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას 2022 წლის იანვრის ბოლოსაც აპირებდა.

ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგება მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურას სენატი დაუჭერს მხარს. 24 აპრილს, კიევში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის ხელისუფლებას აცნობა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახალ ელჩს უახლოეს ხანში წარადგენდა. ოფიციალურად განცხადება ბრინკის კანდიდატურის დასახელების შესახებ თეთრმა სახლმა 25 აპრილს გაავრცელა.

აშშ-ს უკრაინაში ელჩი არ ჰყავს 2019 წლიდან, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევიდან გაიწვია ელჩი მარი იოვანოვიჩი. თავად დიპლომატი მის გაწვევას უკავშირებდა უკრაინისადმი ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას. ამ დრომდე აშშ-ს კიევში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს.

2018 წელს, ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა, მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკსექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერად მიიჩნევდა. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლამდე, ბრიჯიტ ბრინკი ორი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილედ მუშაობდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები