Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკაპრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარადგინა

პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც დღეს გაიტანეს.

“საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურის წარდგენის შესახებ. წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.”- განაცხადა ბიუროს სხდომის ხელმძღვანელმა, გია ვოლსკიმ.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, სების საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ამჟამად საბჭოში 7 წევრია, შესაბამისად ორი ვაკანტური პოზიციაა.

შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლიდან 2021 წლის იანვრამდე იკავებდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები