Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოპრემიერს ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია - ანა ნაცვლიშვილი

პრემიერს ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია – ანა ნაცვლიშვილი

ამიტომ მოგვევლინა ოპოზიციის ბრალმდებლად, რომ ოპოზიცია არის კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილო

პრემიერს ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია, ამიტომ ოპოზიციის ბრალმდებლად მოგვევლინა, რომ ოპოზიცია კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილოა – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიცია ბრიუსელში საქართველოზე პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღოს.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერი ოპოზიციაზე გადაბრალებით საკუთარი მთავრობის ჩავარდნის გადაფარვას ცდილობს.

“ნაცვლად იმისა, პრემიერი დღეს იდგეს და ანგარიშს ქართველ ხალხს აბარებდეს, თუ რა გზავნილებით ჩამოვიდა ის ბრიუსელიდან და რა პერსპექტივა აქვს მისივე ხელმოწერით გაგზავნილ განაცხადს, ამასთან დაკავშირებით მას კარგი და იმედისმომცემი ბრიუსელში არაფერი უთხრეს, ამიტომ მას ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია, რაც ქვეყნისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ოპოზიციის ბრალმდებლად მოგვევლინა, რომ ის არის კოპლებიანი თუ ზოლიანი სპილო და ახლა ვინმემ თავი უნდა იმართლოს ამაზე?!- არავითარ შემთხვევაში. მას ოფიციალური ვიზიტი და შეხვედრები საქართველოს სახელით ჰქონდა ბრიუსელში, ამიტომ მოვუწოდებ ღარიბაშვილს, ჩააბაროს ქართველ ხალხს ანგარიში, თავად რა გზავნილები მოისმინა და რამდენად პერსპექტიულია მისივე ხელმოწერით გაგზავნილი განაცხადი, თუ ამაზე არ საუბრობს, ეს გვარწმუნებს, რომ საკუთარი მთავრობის ჩავარდნა სურს გადაფაროს.”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები