Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაპრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით, საქართველო მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის. საუბარი პრემიერის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას შეეხო, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას.

აგრეთვე, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ქვეყანა უკრაინელ ხალხს უწევს.

შეხვედრისას ითქვა, რომ წლევანდელი წელი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული კავშირებისთვის განსაკუთრებულია, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი არშაკ მუსახანიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები