Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებაპროექტი  „თბილისის ცის ქვეშ“ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.

პროექტი  „თბილისის ცის ქვეშ“ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.

თბილისის მერიის პროექტი პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“,რომელიც  2018 წელს დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო შეჩერდა, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება.  ამის შესახებ კახა კალაძემ, სოციალურ ქსელში, ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ დედაქალაქში რამდენიმე ადგილი შეირჩევა, სადაც შაბათ-კვირას ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით, გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

„ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა სივრცეში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მერმა.

კახა კალაძემ პროექტი მის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომელმაც განმარტა, რომ უახლოეს მომავალში ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილმდებარეობა ცნობილი გახდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები