პუტინის მზარეული, ევგენი პრიგოჟინი ვაგნერის ბოევიკების დისკრედიტაციისთვის 5-წლიანი პატიმრობის შემოღებას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით, პრიგოჟინმა რუსეთის დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს ოფიციალური წერილით მიმართა.
“გთხოვთ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანოთ მუხლი საბრძოლო მოქმედებების მონაწილეების, მოხალისეებისა და მათ შორის ყოფილი პატიმრების დისკრედიტაციის აკრძალვის შესახებ,- ნათქვამია წერილში.
დიქტატორის მზარეული მოითხოვს ნეგატიური პუბლიკაციებისა და ყოფილი პატიმრების მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას. პრიგოჟინის თქმით, ამ დარღვევაზე 5-წლიანი პატიმრობა უნდა დაწესდეს.