Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოპუტინის ომის ამბები:

პუტინის ომის ამბები:

▪️ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ ის წყვეტს ყველა კონტაქტს პრორუს პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან.

▪️ ლატვიაში მოქალაქეობა ჩამოერთმევათ პირებს რუსეთის სამხედრო დანაშაულების მხარდაჭერისთვის. ქვეყნის პარლამენტმა ასევე ერთხმად აღიარა რუსეთის აგრესია უკრაინაში და ომის დანაშაულები,ასევე აღიარა, რომ რუსეთი ამჟამად ახორციელებს გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

▪️ რუსები ემზადებიან საბჭოთა ჯართის გამოყენებას, რომელიც 1970-იანი წლებიდან ინახება, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

▪️ ოკუპანტებმა მარიუპოლთან ახალი 30 მეტრიანი მასობრივი საფლავები გათხარეს. მერის თქმით, რუსი სამხედროები სატვირთო მანქანებით მანგუშში გარდაცვლილ მოქალაქეთა ცხედრებს დამარხავენ.

▪️ მარიუპოლის დამცველებმა ქალაქში იპოვეს მტრის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რუსული ტანკები „V“სიმბოლიკით. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტების იგივე დანაყოფი, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს,ამ ქალაქში გადმოისროლეს.

▪️ მიკოლაივის რეგიონში ოკუპირებულია 20-მდე სოფელი. ამის შესახებ ნიკოლაევის OV-ის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა განაცხადა.

▪️ რაშისტულმა ხელისუფლებამ ენერგოდარის მოსახლეობის 10 ათასი რუბლის გაცემის რიგში რეგისტრაცია დაიწყო. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად პენსიონერების პერსონალური მონაცემების მოპოვებაა.

▪️ 27 აპრილს ხერსონის ოლქში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების ფსევდორეფერენდუმია დაგეგმილი. ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იტყობინება.

▪️ ზაპოროჟიაში 2 სარაკეტო დარტყმა დაფიქსირდა. არავინ დაშავებულა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები