Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომსოფლიო პუტინის ომის შესახებ:

მსოფლიო პუტინის ომის შესახებ:

▪️28 აპრილის ღამეს რუსეთის არმიამ განაგრძო სროლა ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის რაიონებზე, სცადა წინსვლა მიკოლაივისა და კრივი რიჰის მიმართულებით და რაკეტა ესროლა სოფ. შევჩენკო ნიკოლაევის მხარეში.

▪️29-ჯერ დაარტყა რუსეთის არმიამ ლუგანსკის რეგიონის მშვიდობიან სახლეობას. პოპასნაში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა და 10 სახლი დაინგრა.

▪ ️ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით შავი ზღვის ზონაში 20 რუსული ხომალდის და წყალქვეშა ნავის განადგურდა. იმის მიუხედავად, რომ რუსული გემები ვერ გაივლიან ბოსფორს და კრეისერი “მოსკოვას”, გემ “სარატოვით” ჩანაცვლებით, რუსეთის საზღვაო ძალები ინარჩუნებენ შესაძლებლობას დაარტყან უკრაინის სანაპიროს.

▪️უკრაინის სამხრეთ რეგიონში მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანების გამო, ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური გადაიტანს სხვა სიმძლავრეზე, სადაც მხოლოდ საკუთარი საჭიროებებია უზრუნველყოფილი. ნორმის ფარგლებშია ეკოლოგიური, ხანძარსაწინააღმდეგო და რადიაციული პირობები.

▪️ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ გმობს და უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები