Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოპუტინის ომის ამბები:

პუტინის ომის ამბები:

▪️ლვოვის დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი რაკეტა სადგურს მოხვდა, შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაზიანდა ან განადგურდა 40-მდე მანქანა, დაჭრილებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

▪️რუსებმა კრემენიდან ლუგანსკის ოლქში ევაკუაციის მცდელობისას ოთხი ადამიანი დახვრიტეს. შემთხვევის ადგილზე ერთი მძიმედ დაშავებული ამ დრომდე რჩება. გაუთავებელი დაბომბვის გამო ექიმები მასთან მიახლოვებას ვერ ახერხებენ. ამჟამად ქალაქ კრემენზე უკრაინამ კონტროლი დაკარგა, მიმდინარეობს ქუჩისბრძოლები.

▪️ დარტყმა კრამატორსკის მშვიდობიანი მოსახლეობაზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. განადგურდა სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული ობიექტები, ზოგან შეწყდა ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებაც.

▪️ხარკოვის ახალი უბნის დაბომბვის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

▪️რუსმა გენერალმა უკრაინაში ფული გაათეთრა ბიზნესპარტნიორ Kiwi-DBR-ის მეშვეობით.

▪️მიკოლაივის რაიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რასიშტების მიერ დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

▪️ სულ მცირე 20 000 უკრაინელი დაკავებულია ფილტრაციის ბანაკებში მანგუშ-ნიკოლსკე-იალტას ხაზზე. ადამიანების ევაკუაცია შეუძლებელია ფილტრაციის პროცედურის განზრახ დაგვიანებისა გამო. ასევე დონეცკის ოლქის სოფელ ბეზიმენეში ფილტრაციის ბანაკში დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი იმყოფება ,ისინი დეპორტაციისთვის ემზადებიან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები