Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიო„პუტინი ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს.უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი იქნება“- ბორის ჯონსონი

„პუტინი ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს.უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი იქნება“- ბორის ჯონსონი

„პუტინი ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს, ის ვერასოდეს დაამარცხებს იმ დაუოკებელ შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც უკვე მოიგერიეს რუსული არმია კიევის შესასვლელთან“,-ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონმა განაცხადა,რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი იქნება და სუვერენული უკრაინა კვლავ აღდგება. ეს არის ბრძოლა თავისუფლებასა და ჩაგვრას, დემოკრატიასა და ტირანიას, დამოუკიდებლობასა და იმპერიალიზმს, სინათლესა და სიბნელეს, სიკეთესა და ბოროტებას შორის. მე ვუთხარი ვოლოდიმირს, რომ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევის გააქტიურებას მანამ, სანამ უკრაინას სურს და დასჭირდება ჩვენი დახმარება“, – განაცხადა ჯონსონმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები