Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოპუტინმა დუმის დეპუტატს, დელიმხანოვს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა

პუტინმა დუმის დეპუტატს, დელიმხანოვს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა

დუმის დეპუტატსა და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უახლოეს თანამოაზრეს, ადამ დელიმხანოვს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

სიმამაცისა და გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინა სპეციალური სამხედრო ოპერაციისას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის ტერიტორიებზე“.

აპრილის დასაწყისში, ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ადამ დელიმხანოვი „პირადად აკონტროლებს სიტუაციას მარიუპოლში”. 21 აპრილს, კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სხვა ჩეჩნების გარემოცვაში მყოფი დელიმხანოვი ამბობს, რომ „მარიუპოლის განადგურების და წმენდის ოპერაცია, შეიძლება ითქვას, დასრულებულია“. 21 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები