Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოპუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში შეჭრა ნატოს და ევროკავშირის გახლეჩას გამოიწვევდა

პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში შეჭრა ნატოს და ევროკავშირის გახლეჩას გამოიწვევდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მის მიერვე გაჩაღებული ომის მძევლად მიიჩნევს.

9 მაისს, ვაშინგტონში, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ბაიდენმა განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში პუტინს, რომელიც საკმაოდ ანგარიშიანი ადამიანია, ომიდან გამოსავალი არ აქვს და ეს შემაშფოთებელია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეეცდება გაარკვიოს, ამ სიტუაციაში რა შეიძლება გაკეთდეს.

ბაიდენის თანახმად, პუტინი შეცდა, როცა ეგონა, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა ნატოს და ევროკავშირის გახლეჩას, რადგან სინამდვილეში, აშშ და ბევრი ევროპული ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები