NDI-ს კვლევასთან დაკავშირებითა არც ჩვენ და არც საზოგადოებას პოზიტიური დამოკიდებულება არ გვაქვს, ვერასოდეს მისი ციფრები მიახლოებული იმ რეალობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ხელისუფლება უკეთ აფასებს მდგომარეობას, ვიდრე NDI-იმ.
„რასაკვირველია გვაქვს საფუძველი, რომ არ ვენდოთ, მაგრამ რეალურად, მდგომარეობის შეფასება გაცილებით უკეთ ვიცით, ვიდრე NDI-მ. უსაფუძვლოა, არავითარი ნდობა NDI-ს ამ ნაწილში არ შეიძლება ჰქონდეს. თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ამხელა რეიტინგი დაუწერა NDI-მ თავისი დამოკიდებულების გამო. ყველა ადასტურებს იმას, რომ საქართველო ეკონომიკური სანქციების განხორციელების არანაირი რესურსი არ გააჩნია და ამ დროს NDI წერს საპირისპირო მონაცემებს. ასე რომ, ბევრი შეუსაბამობა არის, გარდა იმისა, რომ დამოკიდებულება არის საკმაოდ ნიჰილისტური. ეკონომიკური დამოკიდებულება, რომ არსებობს სწორედ ამიტომ არის სანქციების დაწესების რესურსი, რომ არ გააჩნია საქართველოს და რუსეთს გააჩნია საქართველოს ეკონომიკურად დანგრევის სერიოზული რესურსი, რაც ყველას ესმის ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და საქართველოშიც“, – აღნიშნა ვოლსკიმ.