Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორატომ ანელებს გერმანია უკრაინას იარაღის მიწოდებას

რატომ ანელებს გერმანია უკრაინას იარაღის მიწოდებას

სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ანალიტიკოს ანდრეას უმლანდის თქმით, გერმანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებს ახალი გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყნის შიგნით, ამ საკითხზე განხილვა ხანგრძლივი და რთულია. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეგნებულად აჭიანურებდა უკრაინის არმიისთვის დაპირებული მძიმე იარაღის მიწოდებას და ეს შეფერხება გააკრიტიკა.

“ახლა გერმანიის არმია, როგორც ვთქვი, სავალალო მდგომარეობაშია და ზოგადად არ არის. ამ სახის გეოპოლიტიკურ კონფლიქტში მონაწილეობა გერმანიის მთავრობისთვის ისევე როგორც გერმანული საზოგადოებისთვის ახალი გამოწვევაა. გაუთავებელი დისკუსია, რომ იქნება თუ არა ესკალაცია, თუ ჩვენ იარაღს მივაწვდით. აქ რუსეთის მხრიდან ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს, რომელიც გერმანელებს მესამე მსოფლიო ომით აშინებს და ეს მუქარად განიხილება. რის გამოც ამდენი დრო სჭირდება და ბოროტი განზრახვის შთაბეჭდილება იქმნება, რომელიც არ არსებობს. ამის ირგვლივ არ არსებობს პროპუტინის ან ანტიუკრაინული აზრები – ეს უბრალოდ სრულიად ახალი ვითარებაა გერმანიის მსგავსი ქვეყნებისთვის” – განაცხადა ანდრეას უმლანდმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები