Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარისპორტირონალდუმ გულშემატკივარს ტელეფონი დაუმტვრია, მანჩესტერ იუნაიტედის ევერტონთან მარცხის შემდეგ

რონალდუმ გულშემატკივარს ტელეფონი დაუმტვრია, მანჩესტერ იუნაიტედის ევერტონთან მარცხის შემდეგ

მანჩესტერ იუნაიტედის ევერტონთან წაგების შემდეგ რონალდუმ გულშემატკივარს ტელეფონი დაუმტვრია, რისთვისაც მეორე დღეს ბოდიში მოიხადა.

მოედნიდან გასახდელში მიმავალმა კრიშტიანუ რონალდუმ გულშემატკივარს ხელიდან გააგდებინა სმარტფონი, რომლითაც სპორტსმენებს სურათს უღებდა. მოგვიანებით დაზარალებულის დედამ თქვა, რომ „ფანი“ 14 წლისაა, ის აუტიზმით არის დაავადებული და მომხდარისგან „სრულ შოკში“ იყო. ქალმა ასევე გამოაქვეყნა გატეხილი ტელეფონი და შვილის ხელი სისხლჩაქცევით. საქმეს ლივერპულის პოლიცია იძიებს.

რონალდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ემოციებს ვერ გაუმკლავდა: 

არასოდეს არის ადვილი ემოციებთან გამკლავება ისეთ რთულ მომენტებში, როგორიც ჩვენ აღმოვჩნდით. თუმცა, ყოველთვის უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა, მოთმინება და მაგალითი მივცეთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც უყვარს ლამაზი ფეხბურთი. მინდა ბოდიში მოვუხადო  უხეშობისთვის და, თუ შესაძლებელია, ეს გულშემატკივარი მოვიწვიო „ოლდ ტრაფორდზე“ თამაშის საანახავად, ვნანობ უსამართლო და არასპორტულ საქციელს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები