Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსებისა და უკრაინელების "მეგობრობის" აღსანიშნავ მონუმენტს ანგრევენ

რუსებისა და უკრაინელების “მეგობრობის” აღსანიშნავ მონუმენტს ანგრევენ

კიევის ცენტრში  ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ მდებარე მონუმენტის დემონტაჟი დაიწყეს, რომელიც უკრაინელი და რუსი ხალხების მეგობრობას განასახიერებს. დემონტაჟის შესახებ განკარგულება ქალაქის ხელმძღვანელობამ გასცა.

როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ამ მონუმენტს მოგვიანებით აიღებენ. თავად თაღი დარჩება, მაგრამ ის უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებად განათდება და ალბათ სახელს შეიცვლის.

ხალხთა მეგობრობის თაღი კიევის 1500 წლისთავისა და სსრკ-ს შექმნის 60 წლისთავის სადღესასწაულოდ აღიმართა 1981 წლის ნოემბერში. თაღის ქვეშ განთავსებულია ორი სკულპტურული კომპოზიცია, რომლებიც განასახიერებს „უკრაინის რუსეთთან ხელახლა შეერთებას“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები