Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიUncategorizedრუსების თავდასხმას თავშესაფარზე ლუგანსკში 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

რუსების თავდასხმას თავშესაფარზე ლუგანსკში 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი ამბობს, რომ თავშესაფარში, რომელიც ერთ-ერთი სკოლის შენობაში იყო მოწყობილი, რუსების დაბომბვამ, სავარაუდოდ, 60-მდე ადამიანი იმსხვერპლა. რუსები სკოლას თავს 7 მაისს დაესხნენ, სადაც თავს 90 ადამიანი აფარებდა. 27 მათგანი გადარჩა. 2-ის ცხედარი ნაპოვნია. დანარჩენების ძებნა გრძელდება, თუმცა, ძალიან მცირე შანსია, რომ ცოცხლები იყვნენ. მისივე განცხადებით, აფეთქება შენობის შიგნით მოხდა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სერჰი ჰაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ დღეს, 8 მაისს ბრძოლები ლუგანსკის რამდენიმე ფრონტზე გრძელდება, მათ შორის, ბილონორივკაში, ვოევოდივკასა და რუბიჟნეში. რაც შეეხება სოფელ პოპსანას – აქ რუსებმა 11 სახლზე საარტილერიო თავდასხმა მიიტანეს, სადაც მოქალაქეები სარდაფებში იმალებოდნენ. მაშველები ცდილობენ, ადგილები ნანგრევებისგან გაწმინდონ. სერჰი ჰაიდაისვე თქმით, პოპასნაში უკრაინულმა არმიამ უკან დაიხია და უკვე გამაგრებულ პოზიციებზე განლაგდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები